ახალი ამბები

დავით ჭიჭინაძემ ახალი პოლიტიკური პარტია “სახალხო ტრიბუნა” შექმნა

22 ივნისი, 2019 • 3318
დავით ჭიჭინაძემ ახალი პოლიტიკური პარტია “სახალხო ტრიბუნა” შექმნა

“ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ ახალი პოლიტიკური პარტია “სახალხო ტრიბუნა” შექმნა. ჭიჭინაძის თქმით, ეს იქნება სახალხო მოძრაობა, რომელიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს გააერთიანებს.

“ბოლო 30 წელია ვერ მოვიყვანეთ საქართველოში მთავრობა, რომელიც ამ ერს შეეფერება. სათავეში გვყავდა გამოჩენილი პოლიტიკოსი; იყო ახალგაზრდა, ამბიციური პოლიტიკოსი; ვნახეთ მდიდარი ადამიანი, რომელიც გვეგონა ჩვენი ქვეყნის
ეკონომიკურ ინტერესებს მოემსახურებოდა. მაგრამ სამწუხაროდ, არცერთმა არ გაამართლა ჩვენი არჩევანი, არ შეასრულა დანაპირები.
სწორედ ამიტომ ვაფუძნებთ ჩვენ მოძრაობას „სახალხო ტრიბუნა“, რომელიც იქნება სრულიად სახალხო და რომელიც გააერთიანებს ყველა დარგისახალხოს, ყველა ასაკის ადამიანს. სწორედ „სახალხო ტრიბუნიდან“ გაიგონებს ხელისუფლება იმ ხმას, რასაც
ხალხი ფიქრობს,”-განაცხადა ჭიჭინაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი