ახალი ამბები

ანონსი -13 დეკემბერი

13 დეკემბერი, 2014 •
ანონსი -13 დეკემბერი

12:00 დაიწყება საკონკურსო კომისიის სხდომა, რომელიც პრობაციის ეროვნული სააგნეტოს მიერ გამოცხდებულ კონკურსში გამარჯვებულ სამ პირობით მსჯავრდებულს ბიზნესწინადადებებს დაუფინანსებს. კომისია გამოავლენს სამი საუკეთესო ბიზნეს პროექტის ავტორს, რომელთაგან თითოეული 7000–ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს. სანდრო ეულის ქ. 3, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, მერვე სართული;


12:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით ღონისძიება თემაზე ,,არა ძალადობას – ძალადობა დანაშაულია“  გაიმათება. ღონისძიებას დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ბაგა-ბაღების დირექტორები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. უზნაძის #57 (23-ე საჯარო სკოლის სააქტო დარბაზი);



15:00 სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი  ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში კომპანია „ბადაგონის“ მთავარ საწარმოში  თანამედროვე  ტექნოლოგიური ხაზს გახსნის და ახალი ცქრიალა ღვინოების – ”ბრუტისა” და ”როზეს” პრეზენტაციას დაესწრებიან; 
 
 
15:00 სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე მცხეთის რაიონ სოფელ საგურამოში, კომპანია “კახური  ტრადიციული მეღვინეობის“ მიერ ჭავჭავაძისეულ ის­ტო­რი­ულ ვენახებში ვაზის ნერგების ჩაყრის საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან;

მასალების გადაბეჭდვის წესი