ახალი ამბები

ხოკრიშვილი: კანონმდებლობაში უნდა ავსახოთ ევროკავშირის გარემოსდაცვითი სტანდარტები

12 დეკემბერი, 2014 • • 1171
ხოკრიშვილი: კანონმდებლობაში უნდა ავსახოთ ევროკავშირის გარემოსდაცვითი სტანდარტები

ელგუჯა ხოკრიშვილიმა ამ საკითხზე ფორმატში “საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის” ექსპოჯორჯიაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. შეხვედრას მთავრობის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია ესწრებოდა.

 

გარემოს და ბუნების დაცვის მინისტრის შეფასებით, მთავრობის საქმინობის მთავრი მიღწევა  2013-14 წლებში ისაა, რომ მოხდა გარემოს დაცვის სფეროს პრიორიტეტად აღიარება:  


“ჩვენი ძირითადი მიღწევები ის არის, რომ პირველ რიგში მოხდა სამთავრობო პროგრამის იმ პრიორიტეტის გამოყოფა, რაც ეხება გარემოს დაცვას და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას. მოხდა ინსტიტუციონალური ცვლილებები: აღდგა ისეთი სამსახურები, როგორიც არის გარემოსდაცვითი ზედამხედველობა, შეიქმნა ახალი სამსახურები:სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, მიწის და წყლის რესურსების მართვის სამსახურები. ეს არის ინსტიტუციონალური ნაწილი. საკანონმდებლო დონეზე შემუშავდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის მყარი ნარჩენების კოდექსი. “

 

ხოკრიშვილი აცხადებს, რომ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი ვალდებულებები:

 

“აღიარებული და მომზადებული არის 2014 წლის გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს ჰარმონიზაციის პროცესი. 2015 წელს სამინისტროს უკვე ექნება ის ძირითადი მიმართულებები ჩამოყალიბებული, რის შემდეგაც შევძლებთ საქართველოს კანონმდებლობაში ავსახოთ ევროკავშირის გარემოსდაცვითი სტანდარტები, რათა მოხდეს მისი იმპლემენტაცია.”  

 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა ხელი. 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი