ახალი ამბები

ნარმანია თბილისის დანაგვიანებას ურნების ნაკლებობით ხსნის

12 დეკემბერი, 2014 • 1691
ნარმანია თბილისის დანაგვიანებას ურნების ნაკლებობით ხსნის
გუშინ და დღეს საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა სუბელიანმა საკუთარ Facebook გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც გადავსებული ნაგვის ურნები და მათ ირგვლივ დატოვებული ნაგავი ჩანს.
 
 
ნარმანიას განცხადებით, მათ არ დახვედრიათ სათადარიგო ნაგვის ურნები, ამიტომაც სწრაფი ტემპით შესყიდვა გამოაცხადეს

“დღეს არსებული ურნების რაოდენობა არ არის საკმარისი. ავტომანქანები ოპერატიულად მუშაობენ, დაგვიანება არ ხდება, თუმცა მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე და კონცენტრაციიდან გამომდინარე, მეტი ნაგვის ურნაა საჭირო, რასაც ვადასტურებთ და ამიტომაც გადავწყვიტეთ მათი დამატებით შესყიდვა,”– განაცხადა ნარმანიამ


ფოტო – კობა სუბელიანის Facebook გვერდიდან
ფოტო – კობა სუბელიანის Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი