ახალი ამბები

ბახტაძის თქმით, რეზინის ტყვიების და გაზის გამოყენება “ოცნების” ხელწერა არასდროს იქნება

21 ივნისი, 2019 • 1953
ბახტაძის თქმით, რეზინის ტყვიების და გაზის გამოყენება “ოცნების” ხელწერა არასდროს იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ რეზინის ტყვიებისა და გაზის გამოყენება “ქართული ოცნების” ხელწერა არსოდეს ყოფილა და არც იქნება.

აღნიშნული განცხადება “ნეტგაზეთმა” პრემიერის პრესსამსახურისგან 11:32 წუთზე მიიღო. განცხადებაში პრემიერი ამბობს, რომ სოციალურ ქსელებში და „ნაციონალური მოძრაობის“ მართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლება რეზინის ტყვიებს, სხვადასხვა ტიპის გაზს იყენებს:

“სოციალურ ქსელებში და „ნაციონალური მოძრაობის“ მართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიყენებთ რეზინის ტყვიებს, სხვადასხვა ტიპის გაზს და ა. შ. „ქართული ოცნების“ ხელწერა ეს არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე.

ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ის დეზინფორმაციის კამპანია, რაც მიმდინარეობდა დღესაც და წინ უსწრებდა დღევანდელ დღეს, საერთო პროვოკაციის ნაწილია. მინდა, დავარწმუნო საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ ჩვენ, თქვენთან ერთად, ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით ისე, რომ ქართული სახელმწიფო, ქართული დემოკრატია, ქართლი კონსტიტუცია გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული“, – წერია პრემიერის პრესსამსახურისგან მიღებულ განცხადებაში.

პოლიციამ აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი