პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაიწყო პარლამენტთან აქციის დაშლა. არიან დაშავებულები.
ადგილზე მუშაობა გაუსაძლისია ჟურნალისტებისთვის. უშაულოდ დაშლის შესახებ პოლიციას აქციაზე მყოფი ადამიანები არ გაუფრთხილებია.
ჩვენ ვცდილობთ გარკვევას, რამდენი ადამიანია დაშავებული. როგორც ნეტგაზეთის ჟურნალისტები ადგილიდან იტყობინებიან, ვიზუალური დაზიანება არაერთ ადამიანს ეტყობა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაჰყვათ, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, დაახლოებით რამდენ ადამიანს დასჭირდა დახმარება.