ნეტგაზეთი | შსს: ფიზიკური დაპირისპირების ასაცილებლად პროპორციული საშუალებები გამოვიყენეთ შსს: ფიზიკური დაპირისპირების ასაცილებლად პროპორციული საშუალებები გამოვიყენეთ – Netgazeti
RU | GE  

შსს: ფიზიკური დაპირისპირების ასაცილებლად პროპორციული საშუალებები გამოვიყენეთ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციამ მოქალაქეთა და პოლიციელთა ჯანმრთელობის დაზიანების და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული საშუალებები გამოიყენა:

“როგორც საზოგადოებამ იხილა, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. მიუხედავად სამინისტროს მხრიდან მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას და ძალადობას და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და პოლიციელთა ჯანმრთელობის დაზიანების და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები.ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს მასობრივი არეულობის მოწყობისა და პარალამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას. სამართალდარღევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტორს მოახდენს რეაგირებას” – აცხადებენ უწყებაში.

პოლიციამ აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაიწყო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.