ახალი ამბები

წულუკიანი: ქალებისთვის კვოტების კანონით დადგენას პარლამენტსა და პარტიებში ვემხრობი

9 დეკემბერი, 2014 • • 1233
წულუკიანი: ქალებისთვის კვოტების კანონით დადგენას პარლამენტსა და პარტიებში ვემხრობი

“ქალთა უფლებები და ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ყველა თანამედროვე ტიპის სახელმწიფოში, ასევეა ჩვენთანაც, მაგრამ ამ საკითხს უფრო მეტი ყურადღება ჭირდება ხელისუფლების ყველა შტოს მხრიდან და საზოგადოების მხრიდანაც. ყველა ქალმა უნდა იაქტიუროს ამ უფლებების დასაცავად, მაგრამ რეალურად ჩვენ საქართველოში გვჭირდება მამაკაცები, რომლებიც ქალთა უფლებებზე იზრუნებებნ, რომლის გარეშეც ეს საკითხები ვერ მოგვარდება. ძალიან კარგად მესმის, რომ წლების მანძილზე ვარ უმცირესობაში, მაგრამ ხმამაღლა ვაცხადებს, რომ მე ვემხრობი, ინსტიტუციური კულტურა შეიცვალოს ქვეყანაში, რომ კანონით დადგინდეს კვოტები ქალებისთვის პარლამენტში და პარტიებში. ზოგ ქვეყნებში ეს პრაქტიკის დონეზე რეგულირდება და ამ პრაქტიკას არავინ არღვევს, მაგრამ ჩვენ ეს პრაქტიკა არ გვაქვს, არ გვქონია არასდროს და ვფიქრობ, რომ დროებითი ზომის სახით, კანონით უნდა იქნას შემოტანილი ამგვარი კვოტები, რადგან ჩვენ, ქალები, აგრეთვე ვართ პოლიტიკურად აქტიურები და ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ქალია, რომელსაც სურს ამგვარი აქტიურობა და უნდა შევუქმნათ ყველა პირობა ამისთვის, რომ გამოვიდნენ იმ გარემოდან, სადაც დღეს არიან და ჩაერთონ პოლიტიკაში”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

იუსტიციის მინისტრმა ქალების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილების გაზრდაზე NDI-ს (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე “გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად” ისაუბრა. კონფერენცია, რომელსაც საქართველოს პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები ესრწებიან, დაეთმობა პარტიების ხედვას ქალების წამრომადგენლობის გაზრდას პარტიის სტრუქტურაში.

 

კონფერენციაზე ასევე მოისმენენ და განიხილავენ სამუშაო ჯგუფის “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში” ხედვას იმ მექანიზმების შესახებ, რომელიც ქალთა მონაწილეობისა და თანაბარი წარმომადგენლობისთვის სათანადო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. კონფერენციის მონაწილეებს NDI საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ 2014 წლის ნოემბრის კვლევის შედეგებს გააცნობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი