ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

მინისტრი: კარგი ამბები გვაქვს სომხეთში, სელექციური აბორტები მცირდება

8 თებერვალი, 2019 • 1578
მინისტრი: კარგი ამბები გვაქვს სომხეთში, სელექციური აბორტები მცირდება

“კარგი ამბები გვაქვს სომხეთში, სქესობრივი ნიშნით აბორტების რაოდენობა მცირდება და თანდათანობით ბუნებრივ ციფრებს უახლოვდება”, – ამის შესახებ ფეისბუკზე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა.

ხელოვნური ჩარევის გარეშე თანაფარდობა ახალშობილთა სქესთა შორის ასეთია: 100 დაბადებულ გოგოზე 105 ბიჭი მოდის.  ოფიციალური მონაცემით, სომხეთში 2018 წელს ამ ციფრმა საშუალოდ 100/108.5 შეადგინა, მაშინ როდესაც 2008-2012 წლებში თანაფარდობა 100/115 იყო, 2014 წელს- 100/114, 2015 — 100/112․7, 2016 — 100/111.9, 2017 — 100/109.8.

როგორც სომხური გამოცემა epress.am წერს, ამის მიუხედავად, სიტუაცია არ შეცვლილა სომხეთის გეგარკუნიკის მხარეში, სადაც ტრადიციულად, ხელოვნური აბორტებით პირველ ადგილზეა სხვა რეგიონებს შორის. აქ 2019 წელს 180 დაბადებული ბავშვიდან 111 ბიჭი იყო.

ამავე თემაზე: 

სამხრეთ კავკასიის გამქრალი გოგონები

მასალების გადაბეჭდვის წესი