თბილისში, N147 მიკროავტობუსში მგზავრის ინფორმაციით სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა, რის გამოც ერთ-ერთი მგზავრი ქოლგით მგზავრობს.

როგორც ნეტგაზეთს “თბილისის მიკროავტობუსში” განუცხადეს, მძღოლმა მხოლოდ მგზავრების აყვანის შემდეგ შენიშნა, რომ წყალი ლუქიდან ჟონავდა. კომპანიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ძლიერი წვიმის გამო მძღოლმა მგზავრები მიკროავტობუსიდან არ ჩამოსხა და მას შემდეგ, რაც ტრანსპორტი ყველა მგზავრმა დატოვა, ავტოფარეხში დაბრუნდა, სადაც ხარვეზი გამოასწორეს.

წვიმა მიკროავტობუსში

თბილისში N147 მიკროავტობუსში მგზავრის ინფორმაციით სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა, რის გამოც ერთ-ერთი მგზავრი ქოლგით მგზავრობს.

“თბილისის მიკროავტობუსში” განუცხადეს, მძღოლმა მხოლოდ მგზავრების აყვანის შემდეგ შენიშნა, რომ წყალი ლუქიდან ჟონავდა. კომპანიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ძლიერი წვიმის გამო მძღოლმა მგზავრები მიკროავტობუსიდან არ ჩამოსხა და მას შემდეგ, რაც ტრანსპორტი ყველა მგზავრმა დატოვა, ავტოფარეხში დაბრუნდა, სადაც ხარვეზი გამოასწორეს.

ვიდეო: თამუნა ლუკავა

Posted by netgazeti.ge on Wednesday, 19 June 2019