ახალი ამბები

ძლიერი წვიმის გამო თბილისში სარდაფები და პირველი სართულები დაიტბორა

19 ივნისი, 2019 • 1105
ძლიერი წვიმის გამო თბილისში სარდაფები და პირველი სართულები დაიტბორა

თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო “გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – 112-ში” მთელი ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. უწყების ცნობით, შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების და შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა.

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება ამოტუმბვის სამუშაოები. შეტყობინებები, ასევე, შევიდა რამდენიმე ხის წაქცევასთან დაკავშირებით. რამდენიმე მისამართზე დაფიქსირდა მიწის ჩამოშლა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო და მერიის შესაბამისი სამსახურები. შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერი წვიმის გამო, ყველაზე მეტი გამოძახება ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის რაიონში განხორცილდა.

ასევე, მიმდინარეობს თბილისის მდინარეების: ვერე, დიღმის წყალი, გლდანის ხევი, ლეღვთა ხევი, კრწანისის ხევი, ორხევი, ვარაზის ხევი, ხევძმარის წყლის დონის  მონიტორნიგი. სიტუაცია თბილისი მდინარეებზე სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

მთავარი ფოტო გადაღებულია 2013 წელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი