რამინ პაპიძის ინფორმაციით, ის შს სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოს შენობასთან იმყოფება და ცდილობს შევიდეს იმ სამ ადამიანთან, რომლები დღეს, ოთხი საათისთვის მიიყვანეს პოლიციაში, მაგრამ მას შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
მოწმის სახით დასაკითხ პირებს შორის არიან ბაზრობაზე არსებული ერთ-ერთი სავაჭრო კონტეინერის მესაკუთრე, ასევე ხელოსანი, რომელიც კონტეინერის მფლობელის დაკვეთით იქვე არსებულ კონსტრუქციას ადუღაბებდა და მისი დამხმარე. ადვოკატის ინფორმაციით, მთავარი სამმართველოს შენობაში კონტეინერის მფლობელის მამა და ძმაც იმყოფებიან.
მოწმის სახით დასაკითხად სამი მოქალაქე დღეს, ოთხი საათისთვის მიიყვანეს პოლიციაში. ისინი მას შემდეგ სამმართველოს შენობაში იმყოფებიან.
რატომ არ აძლევენ ადვოკატს უფლებას შევიდეს შს სმმართველოს შენობაში, უცნობია. შს სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკითხს გაარკვევენ.
დღეს ხოფის ბარზობაზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ ორი ადამიანი დაიღუპა. სხვა ზიანი ჯერჯერობით დათვლილი არ არის.