ახალი ამბები

“არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო” – სერგეენკო გადადგომაზე

18 ივნისი, 2019 • 1527
“არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო” – სერგეენკო გადადგომაზე

დავით სერგეენკო ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაში განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც ის თანამდებობიდან გადადგა და მინისტრის პოსტზე ეკა ტიკარაძე დაინიშნა, მისი ინიციატივა იყო.

მიზეზი, როგორც სერგეენკო აცხადებს, არის სურვილი, რომ ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილმა რეფორმებმა უკეთესი შედეგი მოიტანოს. ამის შესახებ სერგეენკომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და ეკა ტიკარაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიური კონსულტაციები გვქონდა იმის თაობაზე, რეფორმების ახალი ფაზა როგორ იქნებოდა ოპტიმლაური რომ სწორად დაგეგმილიყო და განხორციელებულიყო. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო მე ვთხოვე პრემიერს ასეთი ცვლილებები იმისათვის, რომ უკეთესი შედეგი მიგვეღო.

მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგანაც ჩვენ 10 წელზე მეტია თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროში ძირითადად ეს არის ჯანდაცვის მენეჯმენტი. მე ნამდვილად მჯერა და ეს არ არის ერთჯერადი შეხედულება, ეს ანალიზზე დაფუძნებულად აზრია და მჯერა, რომ ასე უკეთესად განვითარდება რეფორმები. ერთი მხრივ, მეც მეტი საშუალება მექნება, რომ სტრატეგიულ დაგეგმარებაზე ვიყო კონცენტირებული და მხარში ამოვუდგე პრემიერს და ჯანდაცვის ახალ მინისტრს. მეორე მხრივ, ქალბატონ ეკას ექნება საშუალება, რომ თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს ამ მართლაც ძალიან რთული სისტემის მართვას”, – განაცხადა სერგეენკომ.

დავით სერგეენკო პრემიერის მრჩევლად დაინიშნება.

ვინ არის ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილება?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი