საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკა ტიკარაძე წარადგინა, რომელიც მანამდე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო.
ახალი მინისტრის წარდგენისას მამუკა ბახტაძემ იმ საკითხებზე ისაუბრა, რა მიმართულებითაც ეკატერინე ტიკარაძეს მუშაობა მოუწევს.
“საქართველოში ჯერ კიდევ მაღალია მოქალაქეების მიერ ე. წ ჯიბიდან გადახდილი თანხები. განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც კარგად გვაქვს გააზრებული. გვაქვს კონკრეტული ინიციატივა, თუ როგორ უნდა შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა. ამისთვის ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სახსრები გავითვალისწინეთ 2019 წლის ბიუჯეტში და ვპირდები საზოგადოებას, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება დაფინანსება,”-განაცხადა ბახტაძემ.
ტიკარაძე ამ პოსტზე დავით სერგეენკოს შეცვლის, რომელიც ბახტაძის მრჩევლად დაინიშნება.
ვინ არის ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილება?