ვაშინგტონი შეშფოთებულია და გმობს თბილისში ქვიარ თემის წინააღმდეგ მუქარებს – ამერიკის ხმა

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, “ამერიკის ხმის” კითხვაზე 17 ივნისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ ღრმადაა შეშფოთებული ლგბტქ თემის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარებით “თბილისი პრაიდის” მარშის წინ და კატეგორიულად გმობს ადამიანების დევნას რაიმე, კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიზეზით.

“აშშ-ის საგარეო უწყება, ამასთან, მიესალმება საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ ის თითოეული ადამიანის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველა მოქალაქე დაიცვას სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მიუხედავად”, – იუწყება ამერიკის ხმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com