ახალი ამბები

კანცელარიასთან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

14 ივნისი, 2019 • 1283
კანცელარიასთან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

კანცელარიასთან პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ნეტგაზეთის კორესპონდენტების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის პრაიდის ორგანიზატორები ან/და მხარდამჭერები არ არიან.

ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციის წინ, სადაც თავადპირველად პრაიდის ორგანიზატორები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ, დაძაბულობაა. კანცელარიასთან ასევე მივიდნენ ულტრამემარჯვენეები, სასულიერო პირები და მრევლი, რის შემდეგაც  დაპირისპირება დაიწყო.

ნეტგაზეთი დაკავებულების ზუსტ რაოდენობასა და მუხლს აზუსტებს. მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი