ახალი ამბები

“ოცნებამ” ყველაფერი იღონა, რომ რ2 დამფუძნებლებს არ დაბრუნებოდა – დვალი და აქიმიძე

14 ივნისი, 2019 • 1154
“ოცნებამ” ყველაფერი იღონა, რომ რ2 დამფუძნებლებს არ დაბრუნებოდა – დვალი და აქიმიძე

“ეგრეთ წოდებულმა „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რომელიც სამართლიანობის აღდგენის ვალდებულებით მოვიდა ხელისუფლებაში, ყველაფერი იღონა იმისთვის, რათა ტელევიზია დამფუძნებლებს და კანონიერ მფლობელებს არ დაბრუნებოდათ”, – ამის შესახებ ნათქვამია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიერ გავრცელებულ ერთობლივ მიმართვაში, რომელიც დღეს გავრცელდა.

რ2-ის დამფუძნებლების ინფორმაციით, 2019 წლის 16 ივნისს რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მიმართ ჩადენილი დანაშაულიდან 15 წელი გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ იწურება საქმის ხანდაზმულობის ვადა, რის შემდეგაც გამოძიება ვეღარ გაგრძელდება.

დვალისა და აქიმიძის განცხადებით, ლაპარაკია არა ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილ ბიუროკრატიულ გულგრილობაზე, არამედ, გავლენის ბერკეტების და ძალაუფლების სრული მობილიზაციით, მიზანმიმართულ ძალისხმევაზე.

“ხელისუფლებამ მიმართა ტაქტიკას, რომელმაც ნამდვილი დავა სუროგატით ჩაანაცვლა, რაც სრულიად მისაღები აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“, რადგან არცერთ ამ ძალას ხელს არ აძლევს ტელევიზია გახდეს ობიექტური, რისი გარანტიაც იქნებოდა ტელევიზიის ჭეშმარიტი მფლობელებისთვის დაბრუნება.

აშკარაა, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად უფლებამოსილ პირთა მიერ გვერთმევა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების გამოყენების კანონით მონიჭებული უფლება და ვერავენ გვაძლევს პასუხს კითხვაზე, რატომ გახდა შეუძლებელი, ბრალი წარედგინათ დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის მაშინ, როდესაც მათი ვინაობა ცნობილია და ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ცნობილი ვართ დაზარალებულებად”, – აცხადებენ დვალი და აქიმიძე.

ისინი გამოძიების ვადის გაგრძელებას ითხოვენ.

არ მინდა რუსთავი 2 ისე დამიბრუნდეს, კითხვის ნიშანი დარჩეს – ინტერვიუ დავით დვალთან

არ მინდა რუსთავი 2 ისე დამიბრუნდეს, კითხვის ნიშანი დარჩეს – ინტერვიუ დავით დვალთან

მასალების გადაბეჭდვის წესი