ახალი ამბები

“სააკაშვილის ასეული” – ექსპრეზიდენტმა უკრაინაში საარჩევნო სია წარადგინა

13 ივნისი, 2019 • 6078
“სააკაშვილის ასეული” – ექსპრეზიდენტმა უკრაინაში საარჩევნო სია წარადგინა

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკუთარი პარტიის  სია წარადგინა.

საპარლამენტო სიაში არიან თავად მიხეილ სააკაშვილი და დავით სიყვარულიძე. როგორც Unian წერს, სიაში ასევე მოხვდა უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ოლეს დონი, უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე კონსტანტინ ბუშუევი, ხარკოვის საკრებულოს დეპუტატი დიმიტრი ბულახი, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის ყოფილი თანამშრომელი ანა სალამარინა, კიევის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ელენა ტერეშენო, აქტივისტი ოლეგ მიხილიკი, უკრაინელი მოჭადრაკე ნატალია ზუხოვა და სხვები.

უნიანის ცნობით, სააკაშვილმა სიას “სააკაშვილის ასეული” უწოდა და თქვა:

“ეს არის საუკეთესო სია უკრაინის პოლიტიკაში. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ კორუფციასთან ბრძოლის გამოცდილება”, – თქვა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 29 მაისს ჩაფრინდა. მანამდე, 28 მაისს, მას უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეობა დაუბრუნა. 

ამის შემდეგ სააკაშვილს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ თავისი პოლიტიკური პარტიის, “უდარის“ თავმჯდომარეობა შესთავაზა, რაზეც სააკაშვილმა უარი თქვა და საპარლამენტო არჩევნებში საკუთარ პარტიასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი