ახალი ამბები

ძირითადი რეკომენდაციები ასახულია – აშშ-ის საელჩო და EU-ს წარმომადგენლობა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტზე

13 ივნისი, 2019 • 1264
ძირითადი რეკომენდაციები ასახულია – აშშ-ის საელჩო და EU-ს წარმომადგენლობა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტზე

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონპროექტში ასახულია ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც “საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას” უფუძნება.

“აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მიესალმება სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა.

…ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტში ასახულია ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და ემსახურება საქართველოში სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის გაზრდას.

ველით პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებას და სასამართლო ინსტიტუტების მიერ მის განხორციელებას. ჩვენ მზად ვართ, დახმარება გავწიოთ ამ კანონპროექტის დანერგვისა და შემდგომი რეფორმების პროცესში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ,  10 ივნისს წარადგინა. მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მსჯელობა ძირითადად წარიმართა სამი მიმართულებით: დისციპლინური წარმოება, იუსტიციის უმაღლესი სკოლა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტში ყველა საკითხი საერთო შეთანხმების საფუძველზე ჩაიწერა.

რას ნიშნავს და რამდენად ეფექტური იქნება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა

მასალების გადაბეჭდვის წესი