ახალი ამბები

18 უბნის მონაცემები: კახაძე – 62.19%, შავგულიძე – 37.81%

9 ივნისი, 2019 • 1407
18 უბნის მონაცემები: კახაძე – 62.19%, შავგულიძე – 37.81%

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის” წინასწარი შედეგებით, მთაწმინდაზე ხმათა 62.19%-ით “ქართული ოცნების” კანდიდატი ლადო კახაძე იმარჯვებს, “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ შალვა შავგულიძეს კი 37.81% აქვს.

“ცესკოს” საიტზე განთავსებული მონაცემების თანახმად, მაჟორიტარული ოლქის 31 უბნიდან 18-ის შედეგები დათვლილია.

მანამდე, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ, წარადგინა  მონაცემები, რომელთაც, მისი თქმით, პარტიის წარმომადგენლები უბნებიდან აწვდიან. კალაძის აცხადებდა, რომ ლადო კახაძე მთაწმინდაზე დიდი უპირატესობით იგებს.

არჩევნები შეაფასა შალვა შავგულიძემაც და თქვა, რომ  თვალს უსწორებს შედეგს, რომლის მიხედვითაც არჩევნებში ხელისუფლების კანდიდატმა ლადო კახაძემ გაიმარჯვა, თუმცა ოპონენტისთვის მილოცვას არ აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი