არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მისი კლასელის მამა დააკავეს

საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით მისი კლასელის მამა დააკავეს.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის სექტემბერში 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, დაამყარა სქესობრივი კავშირი, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაორსულდა და მიმდინარე წლის მაისში იმშობიარა.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ი. ბ. ახლად დაბადებული ბავშვის მამაა.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბის შესახებ პირველად Reginfo-მ დაწერა. გამოცემას გოგომ მოუყვა, რომ მასზე სექსუალურად 40 წლის კაცმა, მისი მეგობრის მამამ იძალადა.

„მისი შვილი ჩემი მეგობარი და თანაკლასელია. მასთან ვიყავი ღამით, დედა სახლში არაა და ჩემთან დარჩიო, მთხოვა. ჩვენ ახლო მეზობლებიც ვართ. ჩემმა მეგობარმა და მისმა პატარა ძმამ ერთ ოთახში დაიძინეს, მე კი- მეორე ოთახში. ღამით მამამისი მოვიდა, პირზე ხელი დამაფარა, დამიჭირა და გამაუპატიურა. მერე დამემუქრა, რომ მომხდარის შესახებ არავისთან არაფერი მეთქვა, თორემ ჩემი ოჯახის წევრებს, მშობლებს და პატარა ძმას მომიკლავდა. შემეშინდა და არავის ვუთხარი”, – ჰყვება გოგო.

“მოზარდი შოკურ მდგომარეობაშია“ – 16 წლის გოგო თქმით, მან ბავშვი გაუპატიურების შედეგად გააჩინა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.