ახალი ამბები

საარჩევნო უბანთან გადაღებული ვიდეოს საფუძველზე, გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო

9 ივნისი, 2019 •
საარჩევნო უბანთან გადაღებული ვიდეოს საფუძველზე, გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო

დღეს შალვა შავგულიძის შტაბში ბრიფინგი გაიმართა, სადაც “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების ამსახველი 2 ვიდეო აჩვენეს.

ერთ-ერთ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ჩხუბობს და იმუქრება ახალგაზრდა კაცი.  “გაიწიე, თორემ გაგჭრი შუაზე,“ – ამბობს კაცი ვიდეოში.

შტაბში ამბობენ, რომ ეს ვიდეოზე აღბეჭდილი პირი “ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. ნეტგაზეთს მათ მიაწოდეს ფოტოც, სადაც კაცი “ოცნების“ მაისურით სხვა მხარდამჭერებთან ერთად დგას.

ვიდეოზე, რომელიც, როგორც პარტიაში ამბობენ, საარჩევნო უბანთან ახლოს არის გადაღებული, შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო.

მუხლი, დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეორე ვიდეოში ერთ-ერთი პირი მეორეს არჩევნებში ლადო კახაძის მხარდაჭერას სთხოვს. მმართველ გუნდში ვიდეო იუმორისტულად შეაფასეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი