ახალი ამბები

თვითმფრინავის მგზავრმა ტუალეტის ნაცვლად საავარიო გასასვლელის კარი გახსნა – ფრენა გადაიდო

9 ივნისი, 2019 •
თვითმფრინავის მგზავრმა ტუალეტის ნაცვლად საავარიო გასასვლელის კარი გახსნა – ფრენა გადაიდო

ერთი შეხედვით უწყინარი შეცდომა ძვირად დაუჯდათ მანჩესტერი–ისლამაბადის თვითმფრინავის მგზავრებსა და ავიაკომპანიას. პაკისტანის ავიახაზების (PIA) თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა, რა დროსაც ერთ–ერთმა მგზავრმა  საჰაერო ხომალდის უკანა ნაწილში საევაკუაციო გასასვლელის კარი გახსნა. მოგვიანებით მან სამართალდამცავებს უთხრა, რომ მას უბრალოდ შეეშალა – ტუალეტში აპირებდა შესვლას და კარები აერია. ინფორმაციას ამის შესახებ Gulf News ავრცელებს.

ინციდენტის გამო ავიაკომპანიამ თვითმფრინავი მგზავრებისგან და მათი ბარგისგან დაცალა, რის შემდეგაც მგზავრები სასტუმროში გადაიყვანეს, თვითმფრინავი კი დეტალურად შეამოწმეს. ფრენა, დაახლოებით, 8 საათით გადაიდო.

როგორც წესი, საავარიო გასასვლელის გახსნა და სპეციალური საევაკუაციო ჩამოსასრიალებლის გახსნა ავიაკომპანიას 6–დან 30 ათას აშშ დოლარამდე უჯდება. ამას ემატება მგზავრების აეროპორტში გადაყვანისა და თვითმფრინავის დაცლის ხარჯებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი