ახალი ამბები

ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა კულტურულად – ივანიშვილი არჩევნებზე

9 ივნისი, 2019 • 807
ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა კულტურულად – ივანიშვილი არჩევნებზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში ხმა უკვე მისცა. მან წინასაარჩევნო პერიოდი “ტიპურ ევროპულ არჩევნებს” შეადარა.

ივანიშვილს აქვს მოლოდინი, რომ არჩევნების მეორე ტურს “ქართული ოცნების” კანდიდატი დიდი უპირატესობით მოიგებს. .

“მეორე ტური მთაწმინდაზე მხოლოდ დემოკრატიულობის მაჩვენებელია, ეს ძალიან კარგია. ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური, არ უყვართ, რომ ერთი კანდიდატი დიდი უპირატესობით იგებს. მთაწმინდა, ამავდროულად, შეიძლება იყოს კარგი მაჩვენებელი. ხაზგასასმელია ისიც, რომ თუ აკვირდებოდით, საკმაოდ კულტურულად ჩატარდა არჩევნები და შეიძლება ითქვას, ტიპური ევროპული არჩევნები იყო. ამაში წვლილი აქვს ორივე მხარეს, ორივე ოპონენტს. ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა კულტურულად”, – უთხრა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ.

დღეს, 9 ივნისს, მთაწმინდის პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთონ “ქართული ოცნების” კანდიდატ ლადო კახაძესა და “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი