ახალი ამბები

დამკვირვებლები მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე ამბობენ, რომ მათ ხელს უშლიან

9 ივნისი, 2019 •
დამკვირვებლები მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე ამბობენ, რომ მათ ხელს უშლიან

მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბნის დამკვირვებლები ამბობენ, რომ მათ მუშაობაში კომისიის წარმომადგენლები ხელს უშლიან და გადაადგილებაში ზღუდავენ.

“არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პატრიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თავმდჯომარე მათ ცუდად ექცევა. ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ ხელს უშლიან დაკვირვებაში, მაგალითად, ისინი ვერ დგებიან რეგისტრატორთან ან ნაკადის მომწესრიგებელთან და თავმდჯომარე ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს აღნიშნულ ადამიანებს, რომ პროცესს დააკვირდნენ,” – ამბობს ჟრნლისტებთან ნანა მინასიანი “ევროპული საქართველოს” ბლოკის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, თავმდჯომარე ამბობს, რომ თითქოს დამკვირვებლები ამომრჩეველთა პერსონალურ ინფორმაციას ხელყოფენ, თუმცა, სინამდვილში ეს ასე არ არის. მინასიანის თქმით, დამკვირვებლები არაფერს იწერდნენ, შესაბამისად, ეს დარღვევა არ არის.

უბნის კომისიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელს არავის უშლიან, მომხდარი კი უბრალოდ გაუგებრობა იყო.

დღეს, 9 ივნისს, მთაწმინდის პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთონ “ქართული ოცნების” კანდიდატ ლადო კახაძესა და “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი