ახალი ამბები

კასპის სოფელ ხიდისყურში კაცი მოკლეს, მისი ცოლი კი დაჭრეს

7 ივნისი, 2019 • 987
კასპის სოფელ ხიდისყურში კაცი მოკლეს, მისი ცოლი კი დაჭრეს

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისყურში, შუახნის კაცი მოკლეს, მისი ცოლი კი დაჭრეს. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მისი ცოლი კი დაიჭრა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” პუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადინილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და განზრას მკვლელობას გულისხმობს.

უწყებაში ამბობენ, რომ დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირი უკვე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი