„მე ვფიქრობ, სახელმწიფოს ასეთი ქმედება უფრო მეტად დააზიანებს მუსლიმი თემისა და სახელმწიფოს ურთიერთობას. თუ არ შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა მუსლიმი თემის მიმართ, თუ არ შეიცვლება სისტემა, არ მოხდება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ძირეული რეორგანიზაცია, ცვლილებები, ისევე როგორც დამფუძნებელი წევრების, ასევე, ეგრეთ წოდებული ფსევდომეჯლისის წევრებისა, რომლებიც მხოლოდ ხელს აწერენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებებით, ასევე არ ჩამოყალიბდება განცდა, რომ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მართვა ეკუთვნის მუსლიმებს და დაიცავს საქართველოში მცხოვრები მუსლიმების უფლებებს, მანამ ვერ მოხერხდება არსებული მდომარეობის გამოსწორება.

 

 ყოფილი მუფთის, ჯემალ პაქსაძის გადადგომა და ახალი მუფთის ასეთი ფსევდოარჩევა, რომელიც სინამდვილეში გარე ძალების მიერ დანიშვნას ნიშნავს, დღითიდღე უფრო დააშორებს მუსლიმ თემსა და სახელმწიფოს ერთმანეთისაგან.

 

მიუხედავად იმისა, რომ ახალი მუფთი, ბატონი ბეგლარ ქამაშიძე არის ჩემი მეგობარი, მე ვურჩევდი, ვიდრე დათანდხმდებოდა ამ თანამდებობას, მანამდე კარგად უნდა გაეაზრებინა არსებული მდგომარეობა, რომელიც არსებობს მუსლიმ თემში დღეს საქართელოში. სახელმწიფომ მსგავსი ქმედება განახორციელა რამდენიმე თვის წინაც. შეიხი ვაგიფ აქბეროვი ჩაანაცვლა რამინ იდიგოვით. ერთი რამ არის ფაქტი, თუ მუსლიმთა სამმართველოში ვერ მოხერხდება ძირეული რეორგანიზაცია, მუსლიმ თემს არ მიეცა საშუალება მისი წინამძღვარი აირჩიოს, ვინც არ უნდა მოიყვანო მის სათავეში, არა მაქვს იმედი, მდგომრეობა  დადებითისაკენ შეიცვალოს. პირიქით, უფრო მეტი ალბათობაა საფუძველი გახდეს „რადიკალური ისლამის“ განვითარებისა.“ – განმარტავს ტარიელ ნაკაიძე

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *