ახალი ამბები

ანონსი 22 ნოემბერი

21 ნოემბერი, 2014 • • 1420
ანონსი 22 ნოემბერი

10:00 სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის მსვლელობას,  ორგანიზაცია „მოქალაქის“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი  თბილისის მე-10 საჯარო სკოლაში დააკვირდებიან. მისამართი: ც. დადიანის N 189;


10:30„ფარული მიყურადების“ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტია „რეფორმატორების“ თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა 599726565;


11:00 კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი, ექსპერტი  ზაალ კასრელიშვილი  პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა:  ფარული ჩანაწერი და პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმე;

 

11.30 თემქის დასახლებაში, III მ/რ-ს და მე-XI მ/რ-ს შემაერთებელ გზაზე,თბილისის მერი დავით ნარმანია და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია, ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებთან ერთად გამწვანების აქციაში მიიღებენ მონაწილეობას. ჟურნალისტების შეკრების ადგილი : 11.15 საათზე, ნაძალადევის რაიონის გამგეობასთან საკონტაქტო პირი: გიორგი ჩაკვეტაძე 577 15 05 17;


11.30 საკრებულოში განათლებისა და კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხთა,სახელდებისა და სიმბოლიკის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიების წევრები დედაქალაქის  მთავრობის წარმომადგენლებსშეხვდებიან და  2015 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.(მის. თავისუფლების N2)

 

11:30 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი გაჩეჩილაძე  საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს;

 

12:00 ფრაქცია “ქართული ოცნება” უმასპინძლებს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს კენეტ ვოლაკს. შეხვედრა შედგება პარლამენტში, ფრაქციის სათათბირო ოთახში;


15.00 საკრებულოში იურიდიულ, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების, სარევიზიო, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიის წევრები დედაქალაქის  მთავრობის წარმომადგენლებსშეხვდებიან და  2015 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

(მის. თავისუფლების N2);


16:40 საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიასთან საერთაშორისო ტესტ-მატჩის წინ პრესკონფერენციას გამართავს;




მასალების გადაბეჭდვის წესი