ახალი ამბები

დავით კირკიტაძემ ბრალი აღიარა და სავარაუდოდ საპროცესოთი გაათავისუფლებენ

31 მაისი, 2019 •
დავით კირკიტაძემ ბრალი აღიარა და სავარაუდოდ საპროცესოთი გაათავისუფლებენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით კირიკიტაძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

“ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურში განმარტავენ, რომ კირკიტაძემ ბრალი აღიარა პოლიციელზე თავდასხმის ნაწილში, თუმცა ამ ქმედების მიზეზები განმარტა. მან ასევე თქვა, რომ პატივს სცემს პოლიციის ინსტიტუტს.

„ველისციხის ინციდენტის დროს განვითარებული მოვლენები ყველამ იხილა. ავტობუსი, რომელიც ხელს გვიშლიდა, არ ჰქონდა ამომცნობი ნიშანი და ამან გამოიწვია ის ფაქტი, რაც მოხდა. თორემ ჩემი განზრახვა, ვინმესთვის რომ შურაცხყოფა მიმეყენებინა, არ ყოფილა”, – განაცხადა კირკიტაძემ IPN-ის ცნობით.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიციელის პატივი და ღირსება და ადამიანურად, ბოდიში მინდა მოვუხადო იმიტომ, რომ პოლიციელის ღირსება მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კირკიტაძემ.

ამასთან, დაცვისა და ბრალდების მხარეები  საპროცესო შეთანხმებაზე დასთნხმდნენ და მოსალოდნელია, რომ კირკიტაძეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისულებენ.

სამართალდამცველებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი 2018 წლის 16 დეკემბერს გურჯაანი-თელავის გზაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი