ახალი ამბები

ქანთარია სააკაშვილზე: ეს “კროლიკი” ჩამოვიდეს და მატროსოვზე არ მოვაკლებ სტაფილოს და კომბოსტოს

30 მაისი, 2019 •
ქანთარია სააკაშვილზე: ეს “კროლიკი” ჩამოვიდეს და მატროსოვზე არ მოვაკლებ სტაფილოს და კომბოსტოს

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა და მას კურდღელი უწოდა.

ქანთარია აცხადებს, რომ სააკაშვილისთვის ყველა გზა მატროსოვისკენ მიდის:

“მინდა ვისარგებლო ამ თემით და ერთ აღტკინებულ დამნაშავეზე, უსამშობლო, უპასპორტო, ოღონდ ახლა პასპორტი მისცეს, ერთი-ორი სიტყვა ვთქვა. ახლანდელი კომენტარი წავიკითხე სწორედ. როდესაც კაცი იქიდან ლაპარაკობს, რაღაც სტაფილოს წვენი ვიღაცას არ გადაცდესო, ჩემი ჩამოსვლის ეშინიათო იქო და რაღაც მსგავს სისულელეებს [ამბობს].

ეს მართლა, ბაჭიასაც ვეღარ ვიტყვი, იმიტომ, რომ რაღა დროს მაგის ბაჭიაობაა, ეს კურდღელი, ეს “კროლიკი” – პირდაპირ მაგის ენაზე მინდა ვთქვა, რომ ამბობს, ჩამოვალ, ჩამოვალო, ჩამოვიდეს. მე ვაძლევ გარანტიას, რომ არ მოვაკლებ მატროსოვზე არც სტაფილოს და არც კომბოსტოს. ერთი რამე უნდა იცოდეს – ჩამოვა, ჩაჯდება, არ ჩამოვა, ჩამოიყვანენ და ჩაჯდება, აუცილებლად ჩაჯდება და ყველა გზა მიდის მატროსოვისაკენ”, – თქვა დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი