ახალი ამბები

“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – საკრებულოს წევრი სალომე ბარკერს დის დაღუპვის შემდეგ

30 მაისი, 2019 •
“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – საკრებულოს წევრი სალომე ბარკერს დის დაღუპვის შემდეგ

“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა და ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარემ, ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.

27 მაისს ცნობილი გახდა, რომ სალომე ბარკერს ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდი და დაეღუპა.

ნანა კოსტავას ფეისბუკის პირადი გვერდის ავთენტურობას საკრებულოს პრესსამსახურში ადასტურებენ, თავად დეპუტატი კი სატელეფონო ზარებზე არ გვპასუხობს.

ამჟამად (15:00 საათი) პოსტი წაშლილია.

ქუთაისის საკრებულოს წევრმა ქართული ოცნებიდან, ელეონორა არჩაიამ მისი კოლეგის განცხადების გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

სკოლის მოსწავლე 26 მაისს, ნინოსხევის ჩანჩქერთან ექსკურსიაზე ყოფნისას მდინარეში ჩავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო ოპერაციაში მონაწილეობდნენ რეინჯერები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები.

ამავე თემაზე

ნანა კოსტავა ფრაქციის თავმჯდომარე აღარ არის

“არ ვიცოდი ბარკერის ოჯახზე თავს დამტყდარი უბედურება” – საკრებულოს წევრი

ნანა კოსტავას გადადგომის მოთხოვნით ქუთაისში აქცია იმართება

ეს მისი სულის გამოსაფხიზლებლად იყო – რას წერდა დეპუტატი მაია ასათიანის შვილის გარდაცვალებაზე

ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი