ახალი ამბები

Balenciaga-ს ბოთლის თავსახურის ფორმის საყურის ფასი 400 ევრომდე მერყეობს

30 მაისი, 2019 •
Balenciaga-ს ბოთლის თავსახურის ფორმის საყურის ფასი 400 ევრომდე მერყეობს

მოდის სახლმა Balenciaga-მ, რომლის კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა, ბოთლის თავსახურის ფორმის საყურეები შექმნა.

აქსესუარების ფასი სხვადასხვა პლატფორმაზე 400 ევრომდე ღირს. ფასდაკლებით კი საყურის შეძენა 195 ევროდაა შესაძლებელი.

როგორც პროდუქციის აღწერაში ვკითხულობთ, ყოველდღიური ნივთების ფუფუნების საგნებად ქცევა დემნა გვასალიას ხელმძღვანელობის პერიოდში პარიზული მოდის სახლის დნმ-დ იქცა.

საყურე იტალიაშია დამზადებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი