ახალი ამბები

Bloomberg-ზე 1 დოლარის ღირებულება 2.80 ლარს გასცდა

30 მაისი, 2019 •
Bloomberg-ზე 1 დოლარის ღირებულება 2.80 ლარს გასცდა

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.80 ლარს გადააჭარბა და ამ დროისთვის (13:00 საათი), 2.8006 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის 30 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7997 ლარია, რაც ლარის გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელია. სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში გაცვლითი კურსი გაცილებით მაღალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი