ახალი ამბები

ალასანია: ეჭვგარეშეა რომ ეს არის პოლიტიკური დევნა

14 ნოემბერი, 2014 • • 1227
ალასანია: ეჭვგარეშეა რომ ეს არის პოლიტიკური დევნა

 ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა:

 

“ეჭვგარეშეა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ჩემთვის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ნათელი გახდა ის ეჭვები, რომელიც ჩვენ გვქონდა პოლიტიკურ დევნასთან დაკავშრებით, როდესაც მე დავინახე, რომ პრემიერი და მისი გუნდი ერთიანად ემხრობოდა პროკურატურას, არც კი გაითვალისწინეს თავდაცვის სამინისტროს ახსნები. ამას დაემატა ივანიშვილის განცხადებები. ამ ყველაფერს ნათელი მოეფინა მაშინ, როცა ჩვენს ფრაქციას საუბარი ჰქონდა პრემიერმინისტრთან. რა თქმა უნდა, არავინ არ უნდა თქვას წინასწარ, ვიდრე არ დასრულდება გამოძიება, რეალურად რასთან გვაქვს საქმე”.


ალასანიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს “კაბელების საქმეზე” პროკურატურაზე მეტი ინფორმაცია ჰქონდა:

 

“ეს ყველაფერი დააგვირგვინა ბატონი ივანიშვილის გამოსვლამ, რომელიც იმაზე მეტად საუბრობდა საქმის დეტალებზე, ვიდრე პროკურატურა. გამაოცა, რადგან, პრაქტიკულად, ბრალმდებელი გამოვიდა ივანიშვილის სახით”.

 

ირაკლი ალასანიამ  ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ “კაბელების საქმის” გამოძიება უნდა დასრულდეს:

“რა თქმა უნდა, მე მქონდა შეხვედრა მასთან. ჩვენ ერთმანეთს პოზიციები გავუცვალეთ. სწორედ სახელმწიფოებრივად რომ ვუდგებით ამ საკითხს, იმიტომაც არ გვითქვამს არასდროს, რომ ეს გამოძიება უნდა შეჩერდეს – პირიქით, ჩემი ღირსების საქმეა, რომ ეს გამოძიება დასრულდეს და ყველამ დაინახოს, რომ დაკავებულები არიან სრულიად უდანაშაულონი”.

 

 

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან შეხვედრისას. 06.11.2014 ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან შეხვედრისას. 06.11.2014 ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი