ახალი ამბები

მთაწმინდაზე II ტური სავარაუდოდ 9 ივნისს გაიმართება

24 მაისი, 2019 •
მთაწმინდაზე II ტური სავარაუდოდ 9 ივნისს გაიმართება

ცესკომ დღეს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის  ღონისძიებები განსაზღვრა.

“ცესკომ დღეს საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის რამდენიმე საარჩევნო ღონისძიება და ვადები განსაზღვრა (იხილეთ  დადგენილება №23/2019); 24 მაისს კომისიაში  გამართულ სხდომაზე მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა. ცენტრალური საარჩევნო კომისია,  საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტურის თარიღს ოფიციალურად 19 მაისის პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 126)”, – აცხადებენ ცესკოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი