დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, რომელიც 2018 წლის 18 ივლისს “ქართული ოცნებიდან” გარიცხეს, ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის.
როგორც ჭიჭინაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, პარტიის პრეზენტაცია 22 ივნისს გაიმართება. დეპუტატი ჯერჯერობით არ ამჟღავნებს პარტიის სახლწოდებას და მისი შემადგენლობის შესახებ ინფორმაციას, თუმცა ამბობს, რომ “ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატები – ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე – ამ პარტიაში არ მოიაზრებიან.
რაც შეეხება პოლიტიკურ იდეოლოგიას, ჭიჭინაძის თქმით, ახალი პარტია მემარცხენე-კონსერვატიულ იდეოლოგიაზე დაფუძნდება.