ახალი ამბები

ბავშვს, რომელიც საგზაო ნიშნებზე ქალის გამოსახვასაც ითხოვს, გახარია შეხვდა

23 მაისი, 2019 •
ბავშვს, რომელიც საგზაო ნიშნებზე ქალის გამოსახვასაც ითხოვს, გახარია შეხვდა

9 წლის ბიჭს, დაჩი გულუას, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურის გამოსახვას სთხოვდა, მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა.

დაჩი მინისტრს სწერდა, შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული, რაც, ჩემი აზრით, ქალების შეუმჩნეველი ჩაგვრააო.

დაჩის დედამ 23 მაისს ფეისბუკზე დაწერა, რომ გახარიასთან შეხვედრა „ძალიან საქმიანი და პროდუქტიული გამოვიდა“, დაჩი კმაყოფილია და ეს ამბავი კიდევ გაგრძელდება.

https://www.facebook.com/netgazeti/videos/303488830574778/?v=303488830574778

“შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნევი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ, საგზაო ნიშანზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ”, – სწერს დაჩი გიორგი გახარიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი