ახალი ამბები

პირველ კვარტალში ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 80 ათასით გაიზარდა

22 მაისი, 2019 • 839
პირველ კვარტალში ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 80 ათასით გაიზარდა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც ფიქსირებულ ინტერნეტს მოიხმარენ, 7%-ით გაიზარდა და 74% შეადგინა.

GNCC-ის ცნობითვე, ფიქსირებული ინტერნეტ-მომსახურება, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 80 ათასით მეტმა აბონენტმა მიიღო. 3%-ით გაზრდილია მობილური კომპანიების ჯამური შემოსავალი. მარეგულირებლის ინფორმაციით, პირველ კვარტალში მათი შემოსავლების ზრდა იურიდიული პირი აბონენტებისგან მიღებული შემოსავლის 12%-იანმა ზრდამ განაპირობა. შემოსავლების ზრდა დაფიქსირდა როგორც სატელეფონო, ასევე, მობილურ ინტერნეტ-მომსახურებაზეც.

“ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურებების ჯამური შემოსავალი 16%-ით გაიზარდა. ჯამური შემოსავლების 30% კი იურიდიული პირი აბონენტებისგანაა მიღებული.

იზრდება მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო შემოსავალიც. კერძოდ,  2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მაუწყებლობის ტრანზიტის შემოსავალი 20%-ით გაიზარდა და 26.8 მლნ ლარი შეადგინა. აბონენტების რაოდენობა კი 13% -ით გაიზარდა და 709 ათასი გახდა,”-წერია GNCC-ის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი