ახალი ამბები

სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს სცემეს, დაწყებულია გამოძიება

21 მაისი, 2019 • 913
სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს სცემეს, დაწყებულია გამოძიება

სენაკის საკრებულოს წევრი “ევროპული საქართველოდან” ბორის სოსელია თავის კოლეგას, ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრ ზაზა ნაჭყებიას ცემაში ადანაშაულებს.

სოსელია, რომელიც სენაკის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ჰყვება, რომ კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ კოლეგებს უთხრა, რომ არჩევნები სამეგრელოში დემოკრატიულად ჩატარდა და არჩეული მერისთვის გამარჯვება უნდა მიელოცათ.

“მივულოცოთო გამარჯვებულებს, დემოკრატიულად ჩატარდაო არჩევნები… ამის შემდეგ მე ვთქვი, რომ არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარებულა, ამას არ ერქვა დემოკრატია და ეს იყო ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების მიტაცება-მეთქი. ამას მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება. ის იქვე ჩაცხრა, მაგრამ საკრებულოს სხდომის დამთავრებისთანავე მოულოდნელად მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა”, – განუცხადა სოსელიამ “რუსთავი 2”-ს.

“ნეტგაზეთმა” სცადა ბადრი ნაჭყებიასთან დაკავშირება, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი