ახალი ამბები

GOT-ის ფინალს ჩეხეთის საგარეო უწყება ოფიციალურ FB-გვერდზე გამოეხმაურა

21 მაისი, 2019 • 1075
GOT-ის ფინალს ჩეხეთის საგარეო უწყება ოფიციალურ FB-გვერდზე გამოეხმაურა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Game Of Thrones-ის დასასრულს სახუმარო პოსტით ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე გამოეხმაურა.

გავრცელებულ განცხადებაში ჩეხეთის საგარეო უწყება ვესტეროსში მრავალწლიანი სამოქალაქო ომის დასრულებას მიესალმება და ბრენდონ სტარკის გამეფებას პოზიტიურ ნაბიჯად მიიჩნევს სამეფოში სტაბილურობის განმტკიცებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების კუთხით.

GOT-ის ფინალური სერია HBO-ს ეთერში კვირას გავიდა. მე-8 სეზონის ფინალურ, მე-6 სერიას IMDB-ზე სერიალის ისტორიაში ყველაზე დაბალი შეფასება აქვს. IMDB [Internet Movie Data Base] საიტია, სადაც მომხმარებლებს, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღების გარდა, ფილმებისა და სერიალების შეფასება შეუძლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი