ახალი ამბები

100%-იანი ალბათობით მთაწმინდაზე II ტური იქნება – ბოკერია

19 მაისი, 2019 •
100%-იანი ალბათობით მთაწმინდაზე II ტური იქნება – ბოკერია

“100%-იანი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ მეორე ტური იქნება”, – ეს განცხადება ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა.

ბოკერიას ინფორმაციით, ამ დროისთვის (22:15) მინიმუმ 6 უბანი აქვთ მოგებული. მისი თქმით, მთაწმინდაზე ჯერჯერობით შალვა შავგულიძე  ლიდერობს.

“ახლა მთავარია ხმების დაცვა. გავაგრძელებთ მუშაობას მეორე ტურში”, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების გაერთიანება შალვა შავგულიძის ფიგურის ირგვლივ არის გასაღები იმ წარმატებისაკენ, რომელსაც ივანიშვილის ხლეისუფლების ჩამოშორება ჰქვია მთავრობიდან.

მისივე თქმით, აქტივობა რომ მეტი ყოფილიყო, შესაძლოა შავგულიძეს პირველივე ტურში მოეგო.

ზუგდიდში პირველივე ტურში ვიგებთ, მთაწმინდის ოლქში არის მეორე ტურის ალბათობა – კობახიძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი