ახალი ამბები

ვიწყებთ სტრატეგიას “რიგითი ბიულეტენის გადასარჩენად” – გიორგი ვაშაძე

19 მაისი, 2019 •
ვიწყებთ სტრატეგიას “რიგითი ბიულეტენის გადასარჩენად” – გიორგი ვაშაძე

“ვიწყებთ სტრატეგიას რიგითი ბიულეტენის გადასარჩენად”, – ამის შესახებ “გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ზუგდიდის შტაბში ბრიფინგისას განაცხადა.

როგორც ვაშაძე ირწმუნება, სანდრა რულოვსი ზუგდიდში პირველივე ტურში იმარჯვებს, რამდენიმე რაიონში კი მეორე ტურია მოსალოდნელი.

“დაიხურა საარჩევნო უბნები და ძალიან კარგ ხასიათზე ვართ. მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ვინც არიან უბნებზე და ყველა დამკვირვებელს – ვიწყებთ სტრატეგიას “რიგითი ბიულეტენის გადასარჩენად”. არ უნდა დავუშვათ, რომ რომელიმე ბიულეტენი გაგვიბათილონ”, – განაცხადა ვაშაძემ.

საარჩევნო უბნები მთელი საქართველოს მასშტაბით 20 საათზე დაიხურა, რის შემდეგაც დაიწყება ხმების დათვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი