ახალი ამბები

ქართულ პოლიტიკაში აღარ უნდა იყოს სიძულვილი – რეპორტაჟი ალასანიას პარტიის ყრილობიდან [ფოტო]

8 ნოემბერი, 2014 • 2334
ქართულ პოლიტიკაში აღარ უნდა იყოს სიძულვილი – რეპორტაჟი ალასანიას პარტიის ყრილობიდან [ფოტო]

ყრილობა დღეს, 8 ნოემბერს “თბილისი ივენთ ჰოლში” ზუსტად 3 საათზე დაიწყო და გაწერილი გეგმის მიხედვით საათნახევარში დასრულდა. თუმცა უკვე 2 საათიდან ყრილობის სტუმრები და დელეგატები, ჯამში, 2000–ზე მეტი ადამიანი ფილარმონიის შენობასთან რეგისტრაციას გადიოდნენ.


'თავისუფალი დემოკრატების' წარმომადგენლები ფილარმონიის შესასვლელში ყრილობის დაწყებამდე დელეგატთა ნაკადს აწესრიგებენ 08.11.2014

დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ “რესპუბლიკური პარტიის ლიდერები”, რომლებმაც “თავისუფალი დემოკრატებისადმი” გამოცხადებული სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატეს. ყრილობაზე  სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი.

“თავისუფალო დემოკრატებო, ესე იგი თანამოაზრეებო”, – ამ სიტყვებით მიმართა მან “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობის მონაწილეებს. უსუფაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია დატოვეს, რესპუბლიკელებსა და თავსიუფალ დემოკრატებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება. უსუფაშვილის თქმით, მათ არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ ერთმანეთი დაკარგონ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარკვეულ საკითხებზე აზრები არ ემთხვევა.

ყრილობაზე არ მისულა ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც დღის წესრიგში სიტყვის გამომსვლელად ეწერა, თუმცა მითითებული იყო, რომ მისი მონაწილეობა არ იყო დადასტურებული.

დღეს აირჩიეს “თავისუფალი დემოკრატების” გამგეობის წევრებიც –ირაკლი ალასანია, ზურაბ აბაშიძე, ნინო გოგუაძე, ვიქტორ დოლიძე, დავით ზალკალიანი, ნონა თორდია, გიორგი მუსხელიშვილი, ალექსი პეტრიაშვილი, დავით ონოფრიშვილი, თეიმურაზ სალუქვაძე, ნინელი ფუტკარაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, სულხან ღლონტი, თამაზ შიოშვილი, შალვა შვგულიძე, მაია ფანჯიკიძე, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი ცაგარეიშვილი.

პარტიის თავმჯდომარე კი კვლავ ირაკლი ალასანია გახდა, რომელიც თავდაცვის მინისტრობის დროს ამ თანამდებობაზე ირაკლი ქადაგიშვილმა შეცვალა.

 

შალვა შავგულიძე, რომელმაც კოალიციის დატოვებისა და ფრაქცია
შალვა შავგულიძე, რომელმაც კოალიციის დატოვებისა და ფრაქცია ‘თავისუფალ დემოკრატებში’ გადასვლის შესახებ 7 ნიემბერს განაცხადა, კენჭისყრაში იღებს მონაწილეობას 08.11.2014

“როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე მოხდა ჩრდილის მიყენება, ვთქვით ხმაამღლა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ”.

მან იმ საგარეო საფრთხეებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც, ალასანიას თქმით, ქვეყანა დგას:

 

“დღეს მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის დაუძინებელი მტერია ფუნდამენტალიზმი, საქართველოსთვის დაუძინებელი მეტრია რუსეთის ფედერაციის იმპერიული ფუნდამენტალიზმი, რომლის მსხვერპლიც ჩვენ 1992-1993 წლებში გავხდით. 2008 წელს სწორედ მათმა შემოტევამ, მათი მხრიდან აგრესიამ დაგვაკარგინა ტერიტორიები, უამრავი მოქალაქის სიცოცხლესთან ერთად. დღეს უკრაინაში რუსეთი ისევე აგრძელებს საკუთარი იმპერიული ფუნდამენტალისტური იდეების და გეგმების განხორციელებას. საქართველო ამას წინ მარტო ვერ აღუდგება. ამას საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღუდგება წინ, თუ საზოგადოება შეიკვრება და, რაც მთავარია, ჩვენი მეგობრები, დასავლეთის განვითარებული ქვეყნები დაგვიდგებიან გვერდში. მე მაქვს ასეთი თანადგომის იმედი”,- განაცხადა ალასანიამ.

“თავისუფალ დემოკრატებს” დღეს მხარდაჭერა გამოუცხადეს არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა და პარტიის წევრებმა, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, მაგალითად, პოეტმა ჯანსულ ჩარკვიანმა, რომელმაც ალასანია, როგორც “დიდი ოჯახის შვილი” მოიხსენია:

“ვიცნობ ძალიან ახლოს ირაკლი ალასანიას, ეს არის დიდი ოჯახის შვილი, დიდი დედის, აღარ ვამბობ დიდ მამას მისას, რომელიც ეროვნული გმირია შარტავასთან ერთად. ეს არის ვაჟკაცი კაცი, შესანიშნავი დიპლომატი, ბრწყინვალე პიროვნება, განათლებული ადამიანი. მის გვერდით ვიქნები ყოველთვის”.


ჯანსუღ ჩარკვიანი ყრილობის დასრულების შემდეგ  08.11.2014
ჯანსუღ ჩარკვიანი ყრილობის დასრულების შემდეგ 08.11.2014


ყრილობას ესწრებოდა მწერალი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე. მისი თქმით, მოსწონს ალასანიას ხედვები და მხარს უჭერს  “თავისუფალ დემოკრატებს”.

ის საფრთხე, რაც დღეს რეალურად დგას ქვეყანაში, რუსეთი თუ დასავლეთი, მე ეს საფრთხე ვიგრძენი და, შესაბამისად, პროდასავლურობის ექსკლუზივი ნაციონალურ მოძრაობას ჩამოერთვა ამ პარტიის გამოჩენით და ამით ძალიან კარგი მომენტი შეიქმნა,”– თქვა დეისაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

ერეკლე დეისაძე
ერეკლე დეისაძე ‘თავისუფელი დემოკრატების’ ყრილობის მონაწილეს ესაუბრება 08.11.2014

მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას, ალასანიამ იმ გეგმებზე ისაუბრა, რასაც ოპოზიციაში ყოფნისას აპირებს. მისი თქმით, “თავისუფალი დემოკრატებისთვის” მნიშვნელოვანია  სახელმწიფო გაყოფილი იყოს მმართველო კოაალიციისგან და პარტიისგან და საქართველოში პოლიტიკა წარმართოს პოლიტიკოსებმა, პარტიებმა, თვითმმართველობებმა და არა უშიშროებამ.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი კანონები მივიღოთ, რომელიც გარანტირებულს გახდის თითოეული მოქალაქის დაცულობას და უდანაშაულო ადამიანები აღარასდროს მოხვდებიან საპყრობილეში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვლება მას შემდეგ, რაც საზოგადოება გავერთიანდებით და დავიწყებთ სახელმწიფოს და მთავრობის კონტროლს”.

 

ირაკლი ალასანია ყრილობის დაწყებამდე  08.11.2014
ირაკლი ალასანია ყრილობის დაწყებამდე 08.11.2014

 

ირაკლი ალასანიას ცოლმა ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ხუმრობით თქვა, რომ დღევანდელ ყრილობასთან დაკავშირებით სხვა მოლოდინები ჰქონდა:

 

“მე ახლა ყრილობაზე ველოდი, რომ ამირჩევდნენ და კენჭს მიყრიდნენ მეუღლის თანამდებობაზე და დააყოვნეს. ალბათ შემდეგ სხდომაზე ვნახოთ, შემხვდება თუ არა ეს პოსტი”.

ირაკლი ალასანიას ცოლი, ნათია ფანჯიკიძე ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრება  08.11.2014
ირაკლი ალასანიას ცოლი, ნათია ფანჯიკიძე ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრება 08.11.2014

ირაკლი ჩიქოვანი, ნათია ფანჯიკიძე და ალექსი პეტრიაშვილი ირაკლი ალასანიას გამოსვლას უსმენენ   08.11.2014
ირაკლი ჩიქოვანი, ნათია ფანჯიკიძე და ალექსი პეტრიაშვილი ირაკლი ალასანიას გამოსვლას უსმენენ 08.11.2014

ალასანიას თქმითვე, ყველა საქმეში, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის სწორი, ისინი ხელისუფლების და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების მხარდამჭერი და პარტნიორები იქნებიან:

“დღეს ჩვენ გავხსენით სივრცე თანამშრომლობისთვის. საქართველოში პოლიტიკაში აღარ უნდა იყოს სიძულვილი და აღარ უნდა იყოს ერთმანეთის გაუტანლობა. პარტნიორების ძიებაა სწორედ მთავარი და არა მოწინააღმდეგეების. “ესაა ჩვენი ამოსავალი წერტილი”.

ირაკლი ალასანია პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან 4 ნოემბერს გადააყენა, რის შემდეგაც თანამდებობიდან გადადგნენ სახელმწიფო მინისტრი ევროატრლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, პარლამენტში კი “თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიციის რიგები დატოვეს.

დავით ბერძენიშვილი, ხათუნა სამნიძე და დავით უსუფაშვილი
დავით ბერძენიშვილი, ხათუნა სამნიძე და დავით უსუფაშვილი ‘თავისუფალი დემოკრატების’ ყრილობაზე 08.11.2014

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე ‘თავისუფალი დემოკრატების’ ყრილობაზე 08.11.2014

 

ირაკლი ალასანია სცენაზე ადის მას შემდეგ, რაც დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს   08.11.2014
ირაკლი ალასანია სცენაზე ადის მას შემდეგ, რაც დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს 08.11.2014

‘თავისუფალი დემოკრატების’ ახლადარჩეული ლიდერი, ირაკლი ალასანია დელეგატებს მიმართავს 08.11.2014

დავით ზალკალიანი და ალექსი პეტრიაშვლი ყრილობის დასრულების შემდეგ ფილარმონიას ტოვებენ  08.11.2014
დავით ზალკალიანი და ალექსი პეტრიაშვლი ყრილობის დასრულების შემდეგ ფილარმონიას ტოვებენ 08.11.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი