ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 ნოემბერს, მას შემდეგ გადააყენა, რაც ალასანიამ თავდაცვის სამინისტროში პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებები შეაფასა, როგორც შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ამის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროინტეგრაციის მინისტრის თანამდებობები დატოვეს მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტრიაშვილმა, ხოლო “თავისუფალმა დემოკრატებმა”- კოალიცია “ქართულ ოცნება, რომელშიც 2012 წლის თებერვალში გაწევრიანდნენ.
დღეს თავისუფალი დემოკრატები ყრილობას მართავენ, სადაც აირჩიეს პარტიის ახალი გამგეობა და ახალი თავმჯდომარე.