“ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაცია ძლიერი ერთიანი საქართველოს” დამკვირვებელი, მანანა ბობოხიძე ამბობს, რომ მარნეულის 68-ე უბანზე ხმის გაყალბება სცადეს.
ის განმარტავს, რომ უბნიდან რამდენიმე ბიულეტენი გაიტაცეს, რამდენიმე კი ერთდროულად ჩააგდეს ურნაში. ბობოხიძე ჰყვება, რომ როდესაც ფაქტის ტელეფონით გადაღება სცადა, აგრესიული დამოკიდებულების გამო, უბნის დატოვეა მოუწია.
როგორც ცესკო-ში ამბობენ, 68-ე უბანზე ბიულეტინების გატაცების ფაქტი არ დასტურდება, ხოლო დამკვირვებელი პროცესისთვის ხელის შეშლის გამო, ოქმის საფუძველზე, გააძევეს.
ეს უბანი დილით “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელსაც დაატოვებინეს საჩივრის დაწერის დროს. ორგანიზაციის თქმით, მათ საჩივარი მაინც დაწერეს და გამოიძახეს პოლიცია.