ახალი ამბები

ზუგდიდის 80-ე უბნიდან დამკვირვებელი პოლიციაში გადაიყვანეს

19 მაისი, 2019 •
ზუგდიდის 80-ე უბნიდან დამკვირვებელი პოლიციაში გადაიყვანეს

ზუგდიდში დამკვირვებელი პოლიციაში გადაიყვანეს.

ნუნუ კუკავა მე-80 და მე-3 უბნებზე აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს. ამ უბნების კომისიის წევრები ამბობენ, რომ არ იციან, რის გამო წაიყვანეს პოლიციელებმა დამკვირვებელი . სხვა დამკვირვებლების თქმით კი, ნუნუ კუკავა საარჩევნო უბნების წინ მოქალაქეებთან ქუჩაში კამათობდა.

ზუგდიდის პოლიციის უფროსის, ირაკლი ფაცაციას თქმით, მოქალაქე პოლიციელებმა კონფლიქტს განარიდეს და გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი