ახალი ამბები

სოფელ კოკში დაპირისპირებისას ერთი პირი დააკავეს

19 მაისი, 2019 • 627
სოფელ კოკში დაპირისპირებისას ერთი პირი დააკავეს

შსს-მ ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 97-ე უბანთან, სოფელ კოკში, ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავა. უწყებაში არ ამბობენ, ვინ არის დაკავებული.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, 97-ე საარჩევნო უბნიდან “გაერთიანებული ოპოზიციის” დამკვირვებლებიც გამოაძევეს. ნეტგაზეთი ინფორმაციის გადამოწმებას ცესკოში ცდილობს და უწყების პასუხს მიღებისთანავე გავავრცელებთ.

აღნიშნული პირი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისთვის დაუმორჩლებლობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი