ახალი ამბები

სადახლოში კომისიის წარმომადგენელს, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ – ევროპული საქართველო

19 მაისი, 2019 •
სადახლოში კომისიის წარმომადგენელს, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ – ევროპული საქართველო

“ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, სადახლოში, 31-ე უბანზე,  მათ დამკვირვებელს სავარაუდოდ თავს დაესხნენ. პარტიაში ამბობენ, რომ ჩხუბში მომაწილე მეორე პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, ვინაიდან ინციდენტის დროს მას ბეიჯი შემოტრიალებული ჰქონდა.

გამოძიება შსს-მ 162 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ასევე “სამართლიან არჩევნებს”, სადაც გვითხრეს, რომ უბანზე ჩხუბი მართლაც მოხდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჩხუბის მონაწილე ერთ-ერთი მაღალჩინოსანია – ჯერჯერობით ვერ დასტურდება.

მთავარ ფოტოზე: პოლიციის მანქანა მარნეულში. ფოტო: გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი