ახალი ამბები

ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს არ იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის – ლადო კახაძე

19 მაისი, 2019 •
ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს არ იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის – ლადო კახაძე

“ქართული ოცნების” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმა მთაწმინდის #12 უბანზე მისცა. კახაძემ მოქალაქეებს კენჭისყრის დღის მშვიდ ვითარებაში ჩატარება უსურვა:

“მინდა გისურვოთ მშვიდობიანი ჩამთავრება ამ ეტაპის და ღირსეული მილოცვა იმ ადამიანებისადმი, ვინც გაიმარჯვებს. მინდა გაიმარჯვოს მშვიდობამ და განვითარებამ. რასაკვირველია, ვარ გამარჯვებაში დარწმუნებული და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს არ იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის”, – თქვა კახაძემ.

მან ზუგდიდში განვითარებული მოვლენებიც შეაფასა:

“ის ყველაფერი, რაც სტაბილურობის საწინააღმდეგო ქმედებაა, მერწმუნეთ, ეს არის ინსპირირებული. ეს არ არის ჩვენი ინტერესი, ეს არ არის ქვეყნის ხელისუფლების ინტერესი, რომ დაიძაბოს სიტუაცია. ჩვენ ვართ დიდი გამოწვევის წინაშე. ქვეყანა, რომელიც არის დამოუკიდებლად ასოცირებული ევროკავშირში და მიიწევს ევროატლანტიკური სივრცისკენ, ეს არ მოსწონს ქვეყანას, რომელიც ჩვენს ჩრდილოეთითაა განლაგებული და ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი სიძლიერე ერთმანეთის საწინააღმდეგოდ გამოგვაყენებინოს” ,- თქვა კახაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი