ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სასამართლომ 800 ლარით დააჯარიმა

7 ნოემბერი, 2014 •
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სასამართლომ 800 ლარით დააჯარიმა

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, მათ ერთ–ერთი საქმის შესწავლისთვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით წერილობით მიმართეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს დიმიტრი ქუმსიშვილს.  ქუმსიშვილმა კი არ შეასრულა სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნა და საქმის შესწავლისათვის საჭირო ინფორმაცია სახალხო დამცველს კანონით დადგენილ ვადაში არ მიაწოდა.

 

კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისა და ვადის დარღვევით არასრული ინფორმაციის გაცემის გამო დიმიტრი ქუმსიშვილის ადმინისტარციულ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით სახალხო დამცველმა  მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ქუმსიშვილი 2014 წლის 6 ნოემბერს ცნო.

დიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი